თავფურცელი

ამის მიერ ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და
შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლე, იგი არა არს ღმრთისაგან
და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი. რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუჱსმა
პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. არა ვითარცა-იგი კაინ, რომელი-იგი
უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი. და რაჲსათჳს-მე მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყვნეს, ხოლო ძმისა მისისანი – მართალ.
კვლავ ენაცვლება წუთისოფელში
თვალსასეირო გულით სატირალს…
შენ გწამს, რაც შენთვის სასარგებლოა,
მე – რაც მოითხოვს თავის გაწირვას!

არის ცხოვრების უსამართლობა
შენთან მოსული მწარე ფიალით,
ის ეკლის გვირგვინს შუბლზე დაგიდგამს
და შუბლი ელავს სისხლის სიალით.

ნუ დაუმალავ ხალხს ამ იარას,
დადექ იქ, სადაც შუქი ინთება
ეკლიან შუბლზე უფრო ძლიერი
და მშვენიერი მზე გაბრწყინდება.

დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება!
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!

და ვერიდები გამარჯვებულებს, –
გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს, –
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!


ეროვნული მოძრაობის მტრები ყოველთვის და მუდამ ცდილობდნენ სიყალბით, სიცრუითა და ცილისწამებით სახელი გაეტეხათ ეროვნული მოძრაობისათვის მისი ნებისმიერი ფორმით – იქნებოდა ეს საგანმანათლებლო ეროვნული მოძრაობა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ეს სახელმძღვანელო შექმნილია იმისათვის, რათა ეროვნულად განწყობილ ქართველობას მიეცეს დასაბუთებული და დოკუმენტირებული არგუმენტები მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ; მიეცეს ზოგადი მეთოდოლოგიური საფუძველი კამათისა და სიმართლის დასასაბუთებლად.


საითის ფაილების საცავი:
http://www.box.net/bpgdocs

საითის ვიდეომასალის საცავი:
http://www.youtube.com/playlist?list=PL9F545AAEB2B6A7A6
http://www.youtube.com/playlist?list=PL6BF4E653FC7A52E0
http://www.youtube.com/playlist?list=PLAC91B3F5AFFA38A2
http://www.youtube.com/user/BPGvideo?feature=mhee#g/p

საითის ფოტო არქივი:
https://picasaweb.google.com/101185548712588538018


საქართველოში ახალგაზრდა თაობას საგანგებოდ და განზრახ უმალავენ სიმართლეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების ანტიქართული, ანტიეროვნული, კრიმინალური ძალების მიერ დამხობის, კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანშისტული ხუნტის შექმნისა და ამ ხუნტისადმი წინააღმდეგობის მოძრაობის შესახებ. ამ საითში წარმოდგენილია თვალსაჩინო მასალა და ყველას შეუძლია დაინახოს თუ რა და როგორ ხდებოდა.


საითში წარმოდგენილია უნიკალური და იშვიათი ვიდეო კლიპები
ვიდეოკლიპების უმეტესობა Windows Media Video ანუ WMV ფორმატშია


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების ფაქტობრივი პრეზიდენტის განკარგულება

1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ.

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის N60 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-7 პუნქტის “ქ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

შეიქმნას საქართველოში 1991-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად განხორციელებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაციის, ასევე ხელისუფლების შეცვლის მიზნით ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული ფაქტების, გარემოებებისა და თანამდევი (1991-2003 წლებში მომხდარი და სხვ.) მოვლენების შემსწავლელი კომისია..

2004 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი


საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლების „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ (30.01.2004)

« მიმაჩნია, რომ 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხოლო საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხულისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია. ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში. »

მიხეილ სააკაშვილი
“დილის გაზეთი”, 2004 წლის 30 იანვარი


საქართველოს საქართველოს ნეოპუტჩისტური ხელისუფლებისპარლამენტის დადგენილება
1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ

საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოში მიმდინარე ეროვნული თანხმობის პროცესს და მიიჩნევს, რომ უახლესი ისტორიის სწორი და პირუთვნელი სამართლებრივი შეფასება აუცილებელია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. შესაბამისად გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდება ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობას და მათ პოლიტიკურ მრწამსს.
2. დაიგმოს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი

თბილისი,
2005 წლის 11 მარტი.
N 1104 – Iს

Advertisements
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s