მთავარი > წინააღმდეგობის მოძრაობა > ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს – ელენე აბაშიძის მოგონება

ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს – ელენე აბაშიძის მოგონება


ელენე აბაშიძე
გეოლოგია-მინერალოგიის
მეცნიერებათა დოქტორი

ესროდნენ საკუთარ მაყურებელს

1991 წლის 21 დეკემბერი. ღამეს ვუთევდი ჩემს ბიძაშვილს – ვერა გიორგის ასულ აბაშიძეს (ჩვენი საყვარელი მსახიობის, გოჩა აბაშიძის დედას) საავადმყოფოში, ჩხეიძის ქუჩაზე.

22 დეკემბერი. საავადმყოფოში დილის 10 საათზე უკვე გამოჩნდნენ პირველი დაჭრილები. მე სწრაფად ჩავირბინე პირველ სართულზე და ჩემი თვალით ვიხილე მთავრობის სახლში დაჭრილი მამა-შვილი. გავეშურე იქითკენ. რუსთაველის თეატრთან საქართველოს დამღუპველი “ელიტარული ინტელიგენცია” თითქმის 1000-მდე კაცი, მხიარულად უცქერდა სისხლიან დრამას, როგორ ესროდნენ „სუნიან ქართველებს”…

მივუახლოვდი მოსწავლეთა სასახლეს და მის კუთხეში დავიკავე ადგილი. დილის 11 საათი იქნებოდა. ის დავყავი დღის 5 საათამდე. ხალხი ტყვიებს გაურბოდა, მე ეს ჯიუტად არ ვშორდებოდი გამზირს. იქიდან ვუყურებდი სიგუა-კიტოვანის ნასროლ ჭურვებს, პირველ საშუალო სკოლის ნგრევას. ქვემეხები იდგა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში. აქედან, საქართველოს განადგურება დაიწყო. ჩვენი 10-წლოვანი უბედურების ტრაგიკული ნუსხა.

ამ დროს მე ვმუშაობდი ბუნების დაცვის და ეკოლოგიის სამინისტროში, ამიტომაც ყოველდღიურად მიხდებოდა თავისუფლების მოედანზე გავლა, რადგან ეს დაწესებულება პუშკინის ქუჩაზე ნომერ 3-ში მდებარეობდა. სწორედ აქედან ვადევნებდი თვალს, როგორ დაძრწოდნენ შეიარაღებული ყაჩაღები და არბევდნენ საკომისიო მაღაზიებს, უნივერმაღს და ა.შ. თუ როგორ იყვნენ განლაგებულნი სნაიპერები სახლების სახურავებზე, განსაკუთრებით რუსები (რადგან მათი მოკავშირე ქართველები რუსულად ელაპარაკებოდნენ ქვემოდან და ამ ლაპარაკს მე უშუალოდ შევესწარი რამდენჯერმე.

6 იანვრიდან, ზვიად გამსახურდიას წასვლის დღიდან, თბილისში სიბოროტე გაბატონდა. ხალხი მაინც ბობოქრობდა, აწყობდნენ მიტინგებს, დემონსტრაციებს. მიტინგებმა სასახლის მიდამოებიდან გადაინაცვლა სადგურის მოედანზე. ეროვნული ძალების წარმომადგენლები -დეპუტატები, პოლიტიკოსები აწვდიდნენ ინფორმაციას ხალხს.

1 თებერვალს უზღვავი ხალხი მოაწყდა სადგურს. ტრანსპარანტებით და დროშებით ცენტრისაკენ, ჩელიუსკინელების ხიდის გავლით გავემართეთ. უნდა აგვევლო ვარაზის ხევი და წავსულიყავით მთავრობის სასახლისაკენ.

2 თებერვალია. მე კვლავ სადგურისკენ გავეშურე. რუპორები რომ არ ყოფილიყო, იმდენად ბევრი ხალხი იყო, ვერაფერს ეს გავიგონებდით. ქუჩები ხალხს ეს იტევდა. დავიძარით ცირკისაკენ. მოდიოდა მთელი ქალაქი. თავი იყო ცირკთან და ბოლო ისევ სადგურში.

ცირკთან მწკრივში, ერთრიგად მოვდიოდით 20-მდე ქალი, ყველა ლამაზი, კოპწია, აღმაფრენით, რწმენით, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდით.

ასობით ათასიან კოლონას მოუძღოდა 15 წლის ახალგაზრდა ეროვნული დროშით ხელში. ლანჩავას რაზმი წყლის ჭავლით შეგვხვდა. ჩვენი მწკრივი, სულ 10 ნაბიჯზე ვიყავით ამ ბავშვისაგან დაშორებული, წყალმა რომ ვერ დაგვშალა, მაშინ ბეტეერები მოგვიშვირეს და წინიდან და ცირკის ფერდობებიდან გაისმა სროლა. წინა რიგები მოიცელა, დაეცა და დაიხვრიტა ჩვენი ეროვნული დროშა და ის 15 წლის ყმაწვილიც წაიქცა. დაჭრილი მედროშე აიყვანეს. მუცელ გამოღადრული შუა ხნის კაციც მოიყვანეს. დაიხია ხალხმა ხიდისაკენ და თან მოყავდათ დაჭრილები. დაჭრილები დააწვინეს ხიდის კიდესთან, ეძებდნენ მანქანებს, სახლებში წასაყვანად. დაჭრილები გვეხვეწებოდნენ – “ლანჩავას ფაშისტებს ნუ გაატანით ჩვენს თავსო”. ფერდობებზე ისროდნენ ნიღბიანი ახალგაზრდები. ნეტავ დღეს მკვლელები რას ფიქრობენ, ამ ცოდვას მოტყუებული და გაბრიყვებული ახალგაზრდები როგორ მოირეცხავენ.

მე ვყვიროდი, ვუყვიროდი ნიღბიანებს და ჩემმა ყვირილმა გამომაფხიზლა. შემრცხვა, გავჩერდი და უმწეოდ, მწარედ ავტირდი. ჩვენს უბედურებახ, საქართველოს, მის დაღუპვას დავტიროდი. წინ წასვლა აღარ შეიძლებოდა. მეორე გზა – ვერის ხიდიც გადაკეტეს. “ბტრ”-ებით ებით უსწორდებოდნენ მშვიდობიან ხალხს. მარჯანიშვილის მოედანზე ახალი სისხლიანი ტრაგედია, ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს. ჩვენ შევედით ეზოში, მივეფარეთ ბოძებს, სადარბაზოებს. აქ ზემოდან (ალბათ თავისი ბინიდან) ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს, მომიტინგეებს. ვფიქრობ, თეატრის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. დავიმალეთ სადარბაზოებში, ეზოებში… „ბტრ”-ებით მარჯანიშვილის მოედანს უვლიდნენ, ხალხზე ნადირობდნენ. მეტროშიც შეიჭრნენ იარაღიანები და ხოცავდნენ ქალებს, ბავშვებს. ბევრი დაიჭრა, ბევრი ნერვიულად დაავადდა, გარდაიცვალა.

მტარვალებმა გ.ლანჩავას ხელმძღვანელობით 28 კაცს შეუწყვიტეს სიცოცხლე. ჩვენ დავდიოდით მათ პანაშვიდებზე. მე პირადად 5 კაცის პანაშვიდზე და გამოსვენებაზე ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა ჭირისუფალნი გვითვლიდნენ, რომ მათთან არ მივსულიყავით. ატერორებდნენ, ოჯახის დანარჩენ წევრებს განადგურებით ემუქრებოდნენ…

განა შეიძლება ამას პატიება?

ერთადერთი ქალბატონი, თინა იმნაძე, ყოფილი ექთანი, დაინტერესდა დახოცილი ხალხის ვინაობით, ზუსტი აღრიცხვით. სწორედ მისი აღწერით 28 კაცის გვამი იყო მოთავსებული მეოთხე საავადმყოფოს მორგში. მან მითხრა – “რომ გამოვდიოდი მორგიდან, ნიღბიანებმა ისე მცემეს, რომ ეხლა ექიმთან ვიყავი, მასთან ვმკურნალობ”. რამდენიმე დღეში, ის მოათავსეს მეცხრე საავადმყოფოში. და კიდევ რამდენიმე დღეში გამოგვეცალა ხელიდან – დაიღუპა. ისიც გახდა მსხვერპლი 2 თებერვლის დემონსტრაციის დარბევისა.

ასე მკვიდრდებოდა შევარდნაძისეული, ტოტალიტარული უკანონობის “დემოკრატია” საქართველოში.

წიგნიდან: „მე ვადანაშაულებ“, თბილისი, 2001, გვ. 568-570

იხილეთ აგრეთვე:  ყველზე სისხლიანი დღე – მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს


ვიდეო:
მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს (ვერსია 1)


ვიდეო:
მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო მიტინგის დახვრეტა 1992 წლის 2 თებერვალს (ვერსია 2)

Advertisements
  1. ნინო
    04/11/2014, 00:41

    დღევანდელი სიტუაციაა, იმ განსხვავებით რომ იარაღი არა აქვთ ქოცებს თორემ იგივეს იზამდნენ.. :(((((

    • ჩინო
      22/10/2015, 09:13

      საწყალი ქოცები, იარაღი ვერ იშოვეს! ნაცებს ხომ ჰქონდათ და აკი წარმატებულადაც გამოიყენს არაერთგზის….

  2. ნოდარი
    04/11/2014, 00:56

    მეღვინეთუხუცესი ესროდაო და სტატიაში არაფერია ნათქვამი,მხოლოდ სათაურში წერთ.ჩვენ წარსულს,დამძიმება აკლია,ხელოვნურად რომ არ დაამძიმოთ დედა-საშო-აქოთებულებო!

    • ნუნუ
      20/10/2015, 17:38

      წერია. ყურადღებით წაიკითხეთ და ბოლომდე. მეც მოწმე ვარ იმ ამბებისა და ვადასტურებ,

  3. lali melashvili
    04/11/2014, 02:32

    მეც იმ საბედისწერო 2 თებერვლის აქციის მონაწილე ვარ,, წინა რიგებში ვიყავი, სასწაულით გადავურჩი სიკვდილს, სახლში სისხლიანი ფეხსაცმელებით მივედი, სისხლის გუბეებში გვიხდებოდა გავლა

  4. ქოც-ქოცი
    04/11/2014, 05:36

    რამდენი ბავშვი მოკლეს მეტროში? მეღვინეთუხუცესი აკმ-იდან ისროდა თუ მაკაროვიდან?

  5. ნუნუ
    20/10/2015, 17:39

    მართლა ნუ ქოც-ქოცობ და ქოცურად ნუ ქილიკობ. არ არის ეს თემა საქილიკო.

  6. Temo
    20/10/2015, 19:44

    “აქ ზემოდან (ალბათ თავისი ბინიდან) ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს, მომიტინგეებს. ვფიქრობ, თეატრის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. “ნოდარ,ეს არისამონარიდი სტატიიდან ანუ წიგნის 568-570გვერდებიდან…ცუდია,როდესაც ამას უყურადღებოთ და უგულოთ კითხულობთ…

  7. datiko48
    21/10/2015, 23:13

    mikvirs aq “qocebis”xseneba Nino ra sachiroa?es ubedureba rac 91-dan daiwyo Saqartveloshi rom ar agiares chveni damoukidebloba modioda satana amerikidan,rom moetriat “tetri mela” da sheasrules yvela boroteba,xolo Nodar statiashi rac weria megvinetuxucesze simartlea,im sadarbazoshi chemi natesavebi cxovroben,da mopirdapire mxares aftiaqidan gamoqondat wamlebi rom dachril xalxs ragacit daxmarebodnen.

  8. ეროვნული ხელისუფლება
    08/11/2015, 03:54

    წითელი “ინწილიგენცია” იარაღში იჯდა მთლიანად, ზოგი ისროდა ზოგი მოძღვრობდა… თუ “სამოქალაქო ომი” იყო, ორჯონიკიზეც “სამოქალაქო ომში” ყოფილა რუსის ჯარით გამარჯვებული და მოღალატე რატომ არის???

  9. 22/12/2015, 22:11

    ვკითხულობ ტექსტს და ვტირი… ამ დღეს ველოდებოდი თბილისის, მაშინდელი მერის, თამაზ ვაშაძისგან გამოგზავნილ მძღოლს, რომელსაც უნდა გადმოეცა ჩემთვის (როგორც მერე გაირკვა) თუ როგორ მიუცვივდნენ სახლში, დააყაჩაღეს, რაც უნდა მეცნობინებინა მომიტინგეებისთვის… მძღოლი არ მოვიდა…. მის ლოდინში დავრჩი ვაგზალზე წაუსვლელი.ალბად ამან გადამარჩინა თორემ, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, წინა ხაზზე, სადაც დაცხრილეს მომიტინგეები, უეჭველი იქ ვიქნებოდი.დიდუბის მეტროსთან რეხვიაშვილი ჩემს გვერდით დავარდა ძირს…..

  10. 23/12/2015, 01:44

    დიადი, გმირული 1991 წლის 22 დეკემბრის ღამე

    იმ ერთ ღამეს უამრავი ადამიანი გახდა გმირი. იმ ღამეს უამრავი გახდა უფრო დიდი ვიდრე დედამ შობა. ბევრზე–ბევრმა აჯობა საკუთარ თავს, დაამარცხა სუსტი და ლაჩარი საკუთარ სულში. გმირები გახდნენ ის უზენაესი საბჭოს დეპუტატები – რომლებსაც არ შეეშინდათ და არ მიატოვეს თავისი პოსტი… გმირები გახდნენ ის მინისტრები, პრეფექტები, ქალაქებისა და სოფლების მერები და გამგებლები – რომლებსაც არ შეეშინდათ და არ დათმეს ლეგიტიმურობა… სამუდამო გმირი გახდა მთავრობის სასახლის დამცველი ის ასობით თავმდაბალი მებრძოლი – რომელთა სახელი დღეს აღარავის ახსოვს. გმირები გახდნენ ის ათასობით უიარაღო, მაგრამ უსაზღვრო რწმენით აღჭურვილი ჩვეულებრივი, დღეს უსახელო ადამიანი – რომლებმაც ის ღამე მთავრობის სასახლის ეზოში, მისადგომებთან, დერეფნებში და ოთახებში თეთრად გაათიეს და თავისი იქ ყოფნით, თანადგომით ამხნევებდნენ მებრძოლებს…

    მე კარგად მახსოვს იმ ღამის მებრძოლების, მათ შორის შავ ფორმიანი „ომონელების“ თავმდაბალი, უშიშარი, გადაწყვეტილი თავგანწირვის ძალით დამშვიდებული სახეები… ისინი არ იცავდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და თუნდაც ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას (როგორც ზოგს უნდა ახლა გაასაღოს): ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტის მეთაურობით იცავდნენ მართალ, კაცურ, ამაყ საქართველოს – თვითონ კაცები. ამიტომ – მუდამ გამარჯვებულები იქნებიან – იმის მიუხედავად, რომ ვერც სიცოცხლეში და ვერც მერე ვერ ეღირსებიან იმ დაფასებას, რომელიც მათ ერგებათ. და, დარწმუნებული ვარ – ამას არც ელოდებოდნენ, არც ელოდებიან და არც სჭირდებათ… ესაა სწორედ მათი თავგანწირვისა და გმირობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი!

    იმ ღამეს გმირი გახდა მთელი ქართველი ხალხი – რომელმაც არა სთქვა უარი საკუთარ არჩევანზე… გმირი გახდა ქართველობა ზოგადად – რომელიც ტყვიითა და სიკვდილით ვერ შეაშინეს და ვერ დააჩოქეს!

    ეს საქართველოს უდიდესი გამარჯვება იყო. ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა… კიდევ ერთხელ თავგანწირვითა და უკანმოუხედავად შეებრძოლა ბოროტს… კიდევ ერთხელ არ დათმო სიმართლე, სამართალი, კაცობა… არ აიტანა სულში ჩაფურთხება…

    საქართველო და ქართველობა იმ ღამეს სულ სხვანაირი გახდა.

    იმ ღამეს დათესილი რწმენა და სისხლი, საქართველოს სულსა და გულში იმ ღამეს ჩანერგილი გმირობა და თავგანწირვა – ბოროტი ცეცხლითა და მახვილით, მასობრივი სასტიკი რეპრესიებითა და წამებით, ცილისწამებისა და სიცრუის ვულკანით ვერ ამოშანთა შევარდნაძის არაკაცული ძალაუფლების თორმეტმა წელიწადმა და ვერც სხვა ნებისმიერი ხელისუფლების მიერ არაკაცული მიჩუმათება და ჩამოხურდავება ამოშანთავს!

  11. meri
    01/04/2016, 00:17

    ამ ნაძირალებს როგორ სძინავტ ღამე ნუთუ ის ცოდვები არ აწუხებთ? თბილისის მაცხოვრებლებმა ვისაც ასეთი სცენები აქვტ ნანახი და ამ ნაძირალებს იცნობენ რატომ ხმამაგლა არ ამბობენ სიმართლეს.ბევრი მათგანი ისევ თანამდებობებზე ზიან.ყველამ უნდა გაიგოს სიმართლე,მითუმეტეს ახალგაზრდებმა,რომ ასეთ ნაძირლების გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

  12. 05/12/2016, 16:23

    Shemorchenili fotoebi, xshirad unda vanaxot xalxs teleekranze,gavacnot es xalxi axalgazrdobas.samartali tu gvinda nawilobriv mainc ardges 1990 wlidan unda daviwyot.chemi azrit,pidarastebis saqmes ki ar unda viziebdet gautaveblad,aramed saqartvelos pirveli prezidentis mkvleli pirebi unda mkacrad daisadjon! Mapatiet,qartuli shrifti ar maqvs.i

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: