მთავარი > წინააღმდეგობის მოძრაობა > ნაწამები პოეტი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ამირან კალაძე

ნაწამები პოეტი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ამირან კალაძე


4 მაისს ამირან კალაძეს 51 წელი შეუსრულდებოდა. მისი გულისცემა ერთი წლით ადრე შეწყდა. გარდაიცვალა ნიჭიერი პოეტი, შესანიშნავი მამულიშვილი, ოჯახის მოსიყვარულე მამა, მეგობრების მოყვარული კაცი. ამირან კალაძემ ღირსეულად ატარა პოეტისა და მამულიშვილის უღელი, წარბშეუხრელად, უყოყმანოდ მიიტანა თავისი სიცოცხლვ სამშობლოსა და პოეზიის სამსხვერპლოზე. ის მუდამ იქ იდგა, სადაც ეროვნული მოძრაობა დუღდა; ის ერთგულად ედგა გვერდით ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. ერთხელ არჩეული გზისთვის არ უღალატია.

მისი ფასი მეგობრებმაც იცოდნენ და მტრებმაც, ამიტომ აწამეს განსაკუთრებული სისასტიკით დასავლეთ საქართველოში შეჭრილმა ნარკოტიკებითა და ბოღმით დაბანგულმა „დემოკრატმა“ ჯალათებმა ამირან კალაძე, აწამეს საკუთარი დედის, საკუთარის მეუღლისა და შვილების თვალწინ. არ შეიძლება კაცმა აუღელვებლად წაიკითხოთ ამირან კალაძის წერილი, რომელიც მის წამებას ეხება. ალბათ ეს ერთი ფაქტიც საკმარისი იქნებოდა იმის დასადგენად, თუ ვინ დაამხო კანონიერი ხელისუფლება და ვინ მოვიდა ხელისუფლების სათავეში.

როცა პოეტს აწამებენ, პოეტს კლავენ, ეს მარტო ჯალათების კი არა, ქვეყნის სირცხვილია და არა მარტო სირცხვილი!.. 1992 წელს ამირან კალაძე სიკვდილს გადარჩა, მაგრამ მისი გული, ავადმყოფი გული ისე იყო გაბზარული კი არა გახლეჩილი, რომ ვერა და ვერ შესძლო გამთელება. ეს გული უპირველესად გაბზარა და დაამსხვრია იმ უბედურებამ რაც დატრიალდა საქართველოში 1991-92 წლებში. ღალატმა, შურმა, ერთმანეთის გაუტანლობამ, რაც მოიტანეს „დემოკრატიის“ ქურქში გახვეულმა ბარაბას მიმდევრებმა. ამირან კალაძე გულით მოკვდა, მაგრამ მის სხეულს აშკარად ეტყობოდა ძველი ნაიარევი-წამების კვალი.

პოეტი აწამეს სამშობლოს სიყვარულისთვის.

ნაწამები პოეტი ერის სიამაყეა.

მოკვდა ამირან კალაძე, მაგრამ დარჩა მისი ლამაზი, კაცურად გავლილი გზა, მისი ლექსები, დარჩნენ მისი შვილები, შვილიშვილები, რომლებიც მუდამ იამაყებენ თავიანთი წინაპრით.

რწმენა

კვლავ ენაცვლება წუთისოფელში
თვალსასეირო გულით სატირალს…
შენ გწამს, რაც შენთვის სასარგებლოა,
მე – რაც მოითხოვს თავის გაწირვას!

არის ცხოვრების უსამართლობა
შენთან მოსული მწარე ფიალით,
ის ეკლის გვირგვინს შუბლზე დაიდგამს
და შუბლი ელავს სისხლის სიალით.

ნუ დაუმალავ ხალხს ამ იარას,
დადექ იქ, სადაც შუქი ინთება
ეკლიან შუბლზე უფრო ძლიერი
და მშვენიერი მზე გაბრწყინდება.

ამირან კალაძე

Advertisements
  1. tata todadze
    24/10/2012, 21:02

    me meamayeba rom amiran kaladzis shvilishvili var

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: