მთავარი > წინააღმდეგობის მოძრაობა > ლატავრა ფოჩიანის ოჯახის დარბევა

ლატავრა ფოჩიანის ოჯახის დარბევა


ლატავრა ფოჩიანი – ქართული ცეკვის დედოფალი.

დაიბადა 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. 1957 წელს თბილისის 1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1963-1965 წლებში მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფ. თოხლიაურის მედპუნქტის გამგე-ექიმად. 1967-1988 წწ მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკის ინსტიტუტში ფიზიოლოგის სპეციალობით. 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში პიონერთა სასახლის ქორეოგრაფიულ წრეში, რომელსაც ჯერ ხელოვნების დამსახურებული მუშაკი ანტონ ჩიხლაძე, ხოლო შემდეგ რესპუბლიკის სახალხო არტისტი – რუბენ ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდა. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი ანსამბლის სოლისტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სახალხო არტისტი ბუხუტი დარახველიძე. ხსენებულ ანსაბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ფესტივალებში და ანსამბლის სოლისტებთან ერთად დაიმსახურა ამ ფესტივალების ლაურიატის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები. 1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო აკადემიური დამსახურებული ანსამბლის პრიმა ბალერინა.

შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ბალეტად წოდებულ ანსამბლში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი, გამდიდრდა და დაიხვეწა მისი საშემსრულებლო რეპერტუარის ტექნიკური და გამომსახველობითი საშუალებანი. ასრულებდა შემდეგ სოლო პარტიებს: “ქართული”, “მთიულური”, ყარაჩოხული”, ნესტან-დარეჯანის სოლო პარტია (“ქაჯეტის ციხის აღება” შოთა რუსთაველის “ვეფხის ტყაოსნის” მიხედვით), “სიმდი”, “აჭარული”, “ცეკვა დაირით”. შესრულებული აქვს ქართული ხალხური ქორეოგრაფიაში არსებული ქალის ყველა პარტია. ლატავრა ფოჩიანის სოლო პარტიები გადაღებულია მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში: “შეხვედრა მთაში”, “ტრიუმფი ლა-სკალაში”, “საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე”, “ძველი თბილისის მელოდიები”, “კორნელი სანაძე”, “რუსთაველი-800”, “ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი” და სხვა. სცენური სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე – “ცისფერი ლატავრა”, “ლატავრა დაირით”, ტრიპტიქი – “შოთა რუსთაველი”, ესმა ონიანი – “ლატავრა” და სხვა).

ქართული ხალხური ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო არტისტის (1980 წ.) საპატიო წოდებები. ამჟამად ქალბატონი ლატავრა რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერია.


ლატავრა ფოჩიანი. ნახატი ესმა ონიანისა

ტერორი, მუქარა, დაშინება

აქტიურად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნატონ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, გრანდიოზულ საპროტესტო მანიფესტაციებში. ეს იყო და არს ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ.  მანიფესტაციებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან იყვნენ. ვიცოდი რა, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა დარბევა – დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა.

ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ტერორი, მუქარა, დაშინება… მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლედ გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ.

საპროტესტო მიტინგებსა და მანიფესტაციებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ტერორის სხვა საშუალებებს მიმართეს.

ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანი პირები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მოტივით უსანქციოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასეთი მეთოდებით მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო.

ლატავრა ფოჩიანი
წიგნიდან „მე ვადანაშაულებ“,
თბ., 2001, გვ. 514

Advertisements
  1. anna
    30/10/2011, 11:49

    es arakacebi! saqartrvelos istoriashi chirqiani laqa! verc movishorebt verasodes!
    igive meordeba mishas bandis saxit, cotaga gvaklia saxlshi ar shemogvivardnen es arakacebi!

    Latavra, qartuli cekvis dedopalo, R.I.P.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: