მთავარი > წინააღმდეგობის მოძრაობა > მერაბ კოსტავას ეზოში არაკაცების მიერ მოკლული ნუგზარ ლეჟავა

მერაბ კოსტავას ეზოში არაკაცების მიერ მოკლული ნუგზარ ლეჟავა


თქვენ გიხილავთ ირმები? თქვენ გიხილავთ ყელმოღერებული ირმის სევდა? გიხილავთ განცვიფრებული, გაფაციცებული, გულუბრყვილო ირმის მზერა?.. თუ არ გიხილავთ, ნუგზარ ლეჟავას სახლში მიბრძანდით, ბატონებო, დავით და ანა ლეჟავებს ჩახედეთ თვალებში და ირმის სევდასაც ჩაწვდეთ, იქნებ!.. ო, ეს მზერა!.. ათასი კითხვებით დამძიმებული სიჩუმე და მწარე რეალობა! ოქროსფერ ჩარჩოში სათუთად ჩასმული ახალგაზრდა მოკლული მამის სურათი! სუფთა, გაწკრიალებული, ფაქიზი სივრცე… არც სასოწარკეეთილება, მაგრამ არც სასოიბა… რაღაც უფრო მეტი, განსაცვიფრებლად მტკივნეული და უნაპირო… და თევზი… ციცქნა აკვარიუმში მოფუსფუსე ოქროსფერი თევზის მოქნილი სილუეტი…

საღამო ხანს ვეწვიე ლეჟავების მოკრძალებულ, კოპწია ოჯახს.

ნუგზარის ერთგულმა მეუღლემ და მეგობარმა ქ-ნმა მზიამ ფაქიზად მოვლილი რვეულები გადმომცა, ჩვეულებრივი რეეულები კი არა, ნუგზარ ლეჟავას სულის ტრაგიკული და ლამაზი სიმფონია!..

ჩემს თვალწინ ზღვასავით გადაიშალა ნუგზარის სამყარო: გადახაზული სტროფები, ძიება, იჭვები, ტკივილები, ფარული თუ აშკარა სიყვარული… და უსაშველო, უკიდეგანო მამულის ერთგულება! ხეები ჰყვარებია უსაზღვროდ ნუგზარს, ხეები და ფოთოლცვენა. არც იუმორის გრძნობასთან ყოფილა მწყრალად და ლექსის რითმის გახედნაც მრავალგზის უცდია…

ნუგზარს პოეტობის პრეტენზია არასოდეს ჰქონია, არც მე მაქვს მისი პოეტად წარმოჩენის დაჟინებული სურვილი, არა, უბრალოდ სხვათა შორის, ჟამიდან-ჟამს, იქნებ გადაგვეფურცლა საქართველოსათვის მსხვერპლად შეწირული, მერაბ კოსტავას ისტორიულ ეზოში უღვთოდ მოკლული ქართველი კაცის დანატოვარი ლექსები… მოვფერებოდით მის ლამაზ სულს და პატივი მიგვეგო ნუგზარ ლეჟავას ხსოვნისათვის.

ნუგზარ ლეჟავას აქვს დაწერილი მცირე მოთხრობები, ნოველები, საკმაოდ ვრცელი მეცნიერული გამოკვლევა მისი საყვარელი მეფის თეიმურაზ I-ის შესახებ… ამ ნაწარმოების გამოქვეყნება, ალბათ, მომავლის საქმეა…

და დგანან მერაბის ეზოში ალვის ხეები… ნუგზარ ლეჟავას საზარელი მკვლელობის უტყვი მოწმეები… უსამართლოდ დასჯილი და ბრალდებული ალვის ხეები…

თინათინ მღვდლიაშვილი

 

 

„ქართველი ერის ღირსების დაცვისათვის მებრძოლო, შვილო, ნუგზარ! შენნაირ გმირთა გადარჩენილია საქართვვლო. ჩვენი ისტორიული ეზო შენი სულის შარავანდედმა კიდევ უფრო გააცისკროვნა.

ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს სიმართლისათვის დევნილი ნუგზარ ლვჟავას მართალი სული.

ამინ!“

ოლღა დემურია-კოსტავა

 

საქართველოში როს დაბნელდება,
აანთებ სანთლებს და
ფიქრებს გაჰყვები ჩემზე.
დედავ, დედიკო,
რა მეშველება,
როცა აღარ იქნები ქვეყნად?..
საქართველოში როს დაბნელდება,
აანთებ სანთლებს და
ჩემზე ფიქრით გადაღლილი
სხვა საქმისათვის ვეღარ მოიცლი…

ნუგზარ ლეჟავა

 

სადღეგრძელო

ქართველების სევდა მომკლავს,
საქართველოს სიყვარული,
აღმა-დაღმა ხეტიალი,
ბეწვის ხიდზე სიარული.
სადღეგრძელოს სმა ბოლომდე
ტრფობა მომკლავს მე მამულის,
კარდანახის ღვინოს შევსვამ,
სადღეგრძელოს სიყვარულის.
ისე წავალ ამ ქვეყნიდან,
დრო არ დამრჩეს სინანულის.
შემოგწირავთ ჩემს სიცოცხლეს,
წუთი დამრჩეს თუნდაც ათი….
სიკვდილამდე ვერ გაიგეთ, —
ქართველების ხასიათი?!…

დამიდგით ჯვარი
საფლავის ქვაზე.
ანათოს მთვარემ
ლურჯთვალა ცაზე.
მერე გათენდეს.
აენთოს მზე.
უბრალოებაშია –
სილამაზე…
სიკვდილამდე
და სიკვდილის შემდეგაც,
ულაყებივით ჩაიქროლებენ წლები…
მხოლოდ აქა-იქ დარჩება
ფერდობზე,
ეგზოტიკურად გათლილი
საფლავის ქვები…

წიგნიდან: „მე ვადანაშაულებ“, თბილისი, 2001, გვ. 344-347

Advertisements
  1. ბიმო
    18/12/2014, 21:13

    1998 წლის 17 დეკემბერს კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში შევარდნაძის ჯალათებმა -მღებრიშვილ-ალავიძის ბანდებმა სანთლებით ხელში მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევისას მოკლეს ეროვნული ხელისუფლების ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნუგზარ ლეჟავა…
    უფალმა გაანათლოს მისი სული 😦

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: