მთავარი > კატეხიზმო > რატომ ვერ შეძლო გამსახურდიამ თბილისის ზღვაზე სიგუა-კიტოვანის ბანდის შეპყრობა-დაპატიმრება?

რატომ ვერ შეძლო გამსახურდიამ თბილისის ზღვაზე სიგუა-კიტოვანის ბანდის შეპყრობა-დაპატიმრება?


ხშირად ისმის კითხვა: „რატომ ვერ შეძლო გამსახურდიამ თბილისის ზღვაზე დაბანაკებული სიგუა-კიტოვანის მძიმედ შეიარაღებული ყაჩაღების ბანდის შეპყრობა-დაპატიმრება“?
პასუხი:
  1. სიგუა-კიტოვანის ბანდა (რომელსაც რამდენიმე ჯავშნიანი ტექნიკა და არტილერია გააჩნდა) თბილისი ზღვაზე შემთხვევით არ დაბანაკებულა — მათ ზურგს უმაგრებდა სსრკ არმიის ЗакВО სამხედრო ბაზა, რომელიც იქვე, თბილისის ზღვასთან იყო გაადგილებული (იხ. რუკაზე — აქ 2000-იანებშიც არის საქართველოს თავდაცვის ობიექტი)…
  2. ორჯერ მილიცია (ახლა პოლიცია ჰქვია) სამხედრო ტექნიკითურთ გაემართა სიგუა-კიტოვანის ბანდის შესაპყრობად — ორჯერვე მათ გზა გადაუღობეს რუსის ბე-ტე-ერ-ებმა (საბაბით: ჩვენს ბაზასთან ძალზე ახლოს მოვიდა თქვენი ტექნიკაო)…
  3. შემდგომ, მილიციის მცდელობას ტექნიკის გარეშე მიახლოვებოდა ყაჩაღებს მოჰყვა ცეცხლი არა მხოლოდ პუტჩისტების მხრიდან, არამედ ზურგშიც — რუსის მხრიდან… — დაიღუპა მილიციელი, რამდენიმე დაიჭრა…
  4. მილიციის ყოველი მცდელობისას „სახალხო ფრონტის“ ლიდერები (უზენაესი საბჭოს ანუ პარლამენტის ოპოზიციის წევრები) ქალაქის მიმდებარე რაიონებში მეგაფონებიანი ავტომანქანებით მოძრაობდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ „დაეცვათ ქართველი ბიჭები“ (ანუ კიტოვანის ბანდიტები) რომელთა დახოცვასაც თურმე გამსახურდია ცდილობდა… — ამ მოწოდებას ყოველ ჯერზე რამდენიმე ასეული მოტყუებული მოქალაქე ეხმაურებოდა, რომლებიც ხელს უშლიდნენ მილიციას მოქმედებაში და „ცოცხალი კედლის“ სახით იცავდნენ კიტოვანის კრიმინალ „ბიჭებს“…
  5. სიგუა-კიტოვანის ბანდასთან მუდმივად იმყოფებოდა CIA-ს ინსტრუქტორ-მეკავშირე ოფიცერი (სხვათა შორის ტელევიზიის აღებისასაც)… — ამ ოფიცერს პირადად (კანონიერი მთავრობის სხვა წევრთან და ჩეჩნეთის მთავრობის წევრთან ერთად) რამდენჯერმე შევხვდი გროზნოში (კავკასიის „ცხელი წერტილების“ სპეცი გახლდათ), სადაც ფრიად უსიამოვნო შელაპარაკებები გვქონდა მის როლზე თბილისის მოვლენებში… — ბოლოს, მის წინააღმდეგ მივმართეთ CIA-ს ზემდგომ სტრუქტურას და ეს უსინდისო ჩეჩნეთიდან გაიწვიეს…
სიგუა-კიტოვანის მძიმედ შეიარაღებული ყაჩაღების ბანდის შეპყრობა-დაპატიმრების ყოველ მცდელობას მოჰყვა ისტერია დასავლეთის მას მედიაში — კავკასიელი სადამ ჰუსეინის (გამსახურდიას) წინააღმდეგ
ამით გასაგები გახდა, რომ სსრკ არმიის ბაზა არ მისცემდა შესაძლებლობას გამსახურდიას მილიციას შეეეპყრო-დაეპატიმრებინა სიგუა-კიტოვანის ბანდა… — სიგუა-კიტოვანის ბანდას დეკემბრის პუტჩისასაც ზურგს უმაგრებდა (საბრძოლო ტექნიკით, სადაზვერვო მონაცემებით, სპეციალისტებითა და სნაიპერებით) თბილისში განლაგებული სსრკ სამხედო ძალები… — ხოლო, იდეოლოგიურად ამ ყაჩაღებს იცავდა და აქეზებდა დასავლეთი
ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში (როდესაც საბოლოოდ გაირკვა, რომ კიტოვან-იოსელიანის ბანდები გამსახურდიას ვერ ერეოდნენ) რუსმა კიტოვან-იოსელიანს რამდენიმე ტანკიც გადასცა (ეკიპაჟებითურთ) რამაც კანონიერი ხელისუფლების ძალები სრულიად უსუსური გახადა (მას არც ტანკები და არც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი არ გააჩნდა)…
17201124_10211197555391354_6358755189350469561_n
Advertisements
კატეგორიები:კატეხიზმო
  1. კომენტარები ჯერ არ არის.
  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: