Archive

Archive for the ‘ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობა’ Category

1989 წლის 9 აპრილი

1989 წლის 9 აპრილი

იხ. აგრეთვე: კატეხიზმო: 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიით სპეკულაციები

ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით შენიშნა „დიდად სამწუხაროა ადამიანების დაღუპვა, მაგრამ ასეთმა წინააღმდეგობამ შესაძლოა შეაფერხოს “პერსტროიკის პროცესი“-ო. ამ განცხადებიდან კარგად მოჩანს, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლისაკენ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები მტრულ ასპექტში განიხილებოდა დასავლეთის მხრივ.

1989_clis_9_aprili_1.gif

 ვიდეო: 1989 წლის 9 აპრილი

 ვიდეო: 1989 წლის 9 აპრილი – მიმოხილვა

Advertisements

მერაბ კოსტავა თანაკლასელების შეხვედრაზე

მერაბ კოსტავა თანაკლასელების შეხვედრაზე – მერაბ კოსტავას სადღეგრძელო და მისი სამადლობელი. ეროვნული გმირი ყოფით გარემოში. უნიკალური ვიდეოკლიპები და მერაბის ფოტოები (რომლებიც ასე მცირედ შემორჩა).

წაიკითხე მეტი…

1956 წლის 9 მარტი

ყველაფერი დაიწყო დახურულ პარტიულ კრებებზე ხრუშჩოვის მოხსენებისა და საკავშირო კომპარტიის ცკ–ს დადგენილენის განხილვით. საქართველოს პარტორგანიზაციის ქვედა ეშელონებში რიგითი კომუნისტების უდიდესი ნაწილი მტრულად შეხვდა ამ დოკუმენტებს — რამდენადაც მათში არსებითად სტალინიზმში საქართველოს ედებოდა ბრალი. ამავე დროს ქართველი კომუნისტების დიდი ნაწილი არ თვლიდა, რომ სტალინის პერიოდში მომხდარი დანაშაულებები მხოლოდ სტალინის წილად მოდიოდა — თვლიდნენ, რომ თუ დანაშაულებები იყო — მაშინ ბრალი მთელს პოლიტბიუროს უნდა გაენაწილებინა — ხრუშჩოვის მეთაურობით. თვით ხრუშჩოვი, როგორც „დერჟიმორდა რუსი“ არ სარგებლობდა საქართველოში და რუსეთის დიდ ნაწილშიც მაღალი რეპუტაციით — უფრო მაღალი რეპუტაცია მაშინ ჰქონდათ ომის მარშლებსა და გმირებს.

წაიკითხე მეტი…