Archive

Archive for the ‘კატეხიზმო’ Category

რატომ ვერ შეძლო გამსახურდიამ თბილისის ზღვაზე სიგუა-კიტოვანის ბანდის შეპყრობა-დაპატიმრება?

ხშირად ისმის კითხვა: „რატომ ვერ შეძლო გამსახურდიამ თბილისის ზღვაზე დაბანაკებული სიგუა-კიტოვანის მძიმედ შეიარაღებული ყაჩაღების ბანდის შეპყრობა-დაპატიმრება“?
პასუხი:
  1. სიგუა-კიტოვანის ბანდა (რომელსაც რამდენიმე ჯავშნიანი ტექნიკა და არტილერია გააჩნდა) თბილისი ზღვაზე შემთხვევით არ დაბანაკებულა — მათ ზურგს უმაგრებდა სსრკ არმიის ЗакВО სამხედრო ბაზა, რომელიც იქვე, თბილისის ზღვასთან იყო გაადგილებული (იხ. რუკაზე — აქ 2000-იანებშიც არის საქართველოს თავდაცვის ობიექტი)…
  2. ორჯერ მილიცია (ახლა პოლიცია ჰქვია) სამხედრო ტექნიკითურთ გაემართა სიგუა-კიტოვანის ბანდის შესაპყრობად — ორჯერვე მათ გზა გადაუღობეს რუსის ბე-ტე-ერ-ებმა (საბაბით: ჩვენს ბაზასთან ძალზე ახლოს მოვიდა თქვენი ტექნიკაო)…
  3. შემდგომ, მილიციის მცდელობას ტექნიკის გარეშე მიახლოვებოდა ყაჩაღებს მოჰყვა ცეცხლი არა მხოლოდ პუტჩისტების მხრიდან, არამედ ზურგშიც — რუსის მხრიდან… — დაიღუპა მილიციელი, რამდენიმე დაიჭრა…
  4. მილიციის ყოველი მცდელობისას „სახალხო ფრონტის“ ლიდერები (უზენაესი საბჭოს ანუ პარლამენტის ოპოზიციის წევრები) ქალაქის მიმდებარე რაიონებში მეგაფონებიანი ავტომანქანებით მოძრაობდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ „დაეცვათ ქართველი ბიჭები“ (ანუ კიტოვანის ბანდიტები) რომელთა დახოცვასაც თურმე გამსახურდია ცდილობდა… — ამ მოწოდებას ყოველ ჯერზე რამდენიმე ასეული მოტყუებული მოქალაქე ეხმაურებოდა, რომლებიც ხელს უშლიდნენ მილიციას მოქმედებაში და „ცოცხალი კედლის“ სახით იცავდნენ კიტოვანის კრიმინალ „ბიჭებს“…
  5. სიგუა-კიტოვანის ბანდასთან მუდმივად იმყოფებოდა CIA-ს ინსტრუქტორ-მეკავშირე ოფიცერი (სხვათა შორის ტელევიზიის აღებისასაც)… — ამ ოფიცერს პირადად (კანონიერი მთავრობის სხვა წევრთან და ჩეჩნეთის მთავრობის წევრთან ერთად) რამდენჯერმე შევხვდი გროზნოში (კავკასიის „ცხელი წერტილების“ სპეცი გახლდათ), სადაც ფრიად უსიამოვნო შელაპარაკებები გვქონდა მის როლზე თბილისის მოვლენებში… — ბოლოს, მის წინააღმდეგ მივმართეთ CIA-ს ზემდგომ სტრუქტურას და ეს უსინდისო ჩეჩნეთიდან გაიწვიეს…
სიგუა-კიტოვანის მძიმედ შეიარაღებული ყაჩაღების ბანდის შეპყრობა-დაპატიმრების ყოველ მცდელობას მოჰყვა ისტერია დასავლეთის მას მედიაში — კავკასიელი სადამ ჰუსეინის (გამსახურდიას) წინააღმდეგ
ამით გასაგები გახდა, რომ სსრკ არმიის ბაზა არ მისცემდა შესაძლებლობას გამსახურდიას მილიციას შეეეპყრო-დაეპატიმრებინა სიგუა-კიტოვანის ბანდა… — სიგუა-კიტოვანის ბანდას დეკემბრის პუტჩისასაც ზურგს უმაგრებდა (საბრძოლო ტექნიკით, სადაზვერვო მონაცემებით, სპეციალისტებითა და სნაიპერებით) თბილისში განლაგებული სსრკ სამხედო ძალები… — ხოლო, იდეოლოგიურად ამ ყაჩაღებს იცავდა და აქეზებდა დასავლეთი
ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში (როდესაც საბოლოოდ გაირკვა, რომ კიტოვან-იოსელიანის ბანდები გამსახურდიას ვერ ერეოდნენ) რუსმა კიტოვან-იოსელიანს რამდენიმე ტანკიც გადასცა (ეკიპაჟებითურთ) რამაც კანონიერი ხელისუფლების ძალები სრულიად უსუსური გახადა (მას არც ტანკები და არც ტანკსაწინააღმდეგო იარაღი არ გააჩნდა)…
17201124_10211197555391354_6358755189350469561_n
Advertisements
კატეგორიები:კატეხიზმო

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი სსრკ დაშლის პერიოდისთვის

zakvoЗакавказский Военный Округ (ЗакВО) в Грузии на момент распада СССР

ქვემოთ მოტანილია არასრული ნუსხა ႱႱႰႩ იმ შეიარაღებული ძალებისა, რომლის ფაქტობრივ ტყვეობაშიც იყო თვითგამოცხადებული საქართველოს რესპუბლიკა ეროვნული ხელისუფლების დროს. როგორც გკჩპ–ს დროს პრაქ­ტი­კუ­ლად გამოჩნდა – ეს არც ნეიტრალური და არც უძლური სამხედრო დაჯგუფება იყო – რომელსაც მხოლოდ თბილისში 230 ტანკი და 150–ზე მეტი სხვა ჯავშან­ტექნიკა გააჩნდა – და, რომელიც მხოლოდ ბრძანებას ელოდა რათა მისი გენე­რა­ლიტეტისათვის საძულველი ქართული ეროვნული ხელისუფლებისათვის ბოლო მოეღო..

აქვე უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ეროვნული ხელისუფლება ეწეოდა აქტიურ მუშაობას საბჭოთა სამხედეროებთან – თავაზობდა რა მათ დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში სამსახურს ბინასა და ხელფასს. საბჭოთა ოფიცერების ერთი ნაწილი ამ წინადადებას გაგებით ეკიდებოდა. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:ანალიტიკა, კატეხიზმო

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას შეიარაღებული ძალები 1993 წლის ბოლოს

  • ზუგდიდის კომენდანტურა: 150
  • წალენჯიხის ბატალიონი: 150
  • სენაკის ბატალიონი: 100-150
  • გურიის პოლკი: 200
  • ჯიხა ოდიშის ბატალიონი: 200
  • კისავის ჯგუფი: 30-40
  • № 16 ბატალიონი: 30-40
  • ბატალიონი კოლხეთი: 60
  • სპორტსმენთა ბატალიონი: 5-10
  • ჯვარის ბატალიონი: 40-60
  • გორის ბატალიონი: 20-30
  • ზურა ირემაძის: 40
  • სპორტული სამსახური: 40
  • ტრადიციონალისტები: 30

ჯამი: 1095-1200

 

ბადრი ზარანდიას მოგონებებიდან:

„რაც შეეხება, რომ ლოთი ქობალიას 2500 გვარდიელი ჰყავდა, ეს სიცრუეა, სულ ეროვნული გვარდიის რიგებში 2000 კაცი იქნებოდა, მათ შორის, ზუგდიდის კომენდანტურაში – 150 კაცი, წალენჯიხის ბატალიონში – 150 კაცი, სენაკის ბატალიონში – დაახლოებით 100–150 კაცი, გურიის პოლკში – 200 კაცი. ჯიხა ოდიშის ბატალიონი დაახლოებით 200 კაცი. კისავის ჯგუფი 30 – 40 კაცი. № 16 ბატალიონი 30–40 კაცი. ბატალიონი კოლხეთი დაახლოებით 60 კაცი. სპორტსმენთა ბატალიონი რამდენიმე კაცისაგან შედგებოდა. ჯვარის ბატალიონი 40–60 კაცი. გორის ბატალიონი 20–30 კაცი. ზურა ირემაძის 40 კაცი, სპორტული სამსახური 40 კაცი. ტრადიციონალისტები 30 კაცი.“
http://www.box.net/bpgdocs/1/88386559/646634843

 

შენიშვნა: ესეც ტიპობრივი მაგალითია იქ იმ დროს გამეფებული აღრიცხვისა და თვლის მანკიერებისა — ჩამონათვალი ოდნავ აღემატება 1100 კაცს — საიდანაც, უკეთეს შემთხვევაში მებრძოლი 150-200 იქნებოდა და სულ ეს იყო „პრეზიდენტ გამსახურდიას შეიარაღებული ძალები“ ანუ „პრეზიდენტის გვარდია“.

კატეგორიები:კატეხიზმო, მოგონებები

კატეხიზმო: სიცრუეები დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შესახებ

არაკაცები ქართველ ხალხს ატყუებენ ვითომ საქართველოს „დემოკრატიული“ საზოგადოებრიობა დიდად გულდაწყვეტილი და გულნატკენი იყო იმითი, რომ მოხდა კურიოზი – მაშინ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აქტზე – არაკაცების განმარტებით „განსაკუთრებული მნიშვნელობის დოკუმენტზე“ ხელმოწერის უფლება მისცა თავის მეუღლეს. მაგრამ, შემდგომ ეს ხელმოწერა თურმე სასწაულებრივად გაქრა და გაირკვა სიმართლე – დამოუკიდებლობის დეკლარაციის ოფიციალურ ეგზემპლარზე არავითარი მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა არ არსებობს!


ფალსიფიკატი – ვითომ დამოუკიდებლობის ოფიციალურ ეგზემპლიარზე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა

წაიკითხე მეტი…

კატეხიზმო: საერთაშორისო სამართლის უსამართლობა

საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკები არც საკუთრივ შიგნიდან მინიჭებული საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსით და არც საგარეო, ანუ საერთაშორისო პოლიტიკური სტატუსისით არ იყვნენ თანასწორები (თუმცა საბჭოთა კონსტიტუციით ეს დეკლარირებული იყო).

კერძოდ, საერთაშორისო სტატუსის თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციას, უკრაინას და ბელორუსიას – თვით საბჭოთა კავშირის მიერ მინიჭებული ჰქონდათ ძალზე არსებითი უპირატესობები.

როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა 1945 წელს საბჭოთა კავშირმა – რათა მისი წარმომადგენლობის მაქსიმიზება მოეხდინა – საერთაშორისო საზოგადოება აიძულა დამაფუძნებელი წევრების სახით მიეღოთ და გაეროს შექმნის ქარტიის ხელმომწერებად დაეშვათ: რუსეთის ფერდერაციული რესპუბლიკა, ბელორუსია და უკრაინა. 1958 წლიდან ნიუ იორკში დაარსდა ბელორუსიის მუდმივი წარმომადგენლობა.

ამდენად გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ – გაერთიანებული ორგანიზაციის წევრი იყო არა საბჭოთა კავშირი – არამედ საბჭოთა კავშირის სამი რესპუბლიკა – რუსეთის ფედერაცია, უკრაინა და ბელორუსია. გარკვეული თვალსაზრისით შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკური პარადოქსი – საბჭოთა კავშირის შემადგენელი სამი რესპუბლიკა გაეროს წევრი იყო – თვით სახელმწიფო საბჭოთა კავშირი კი – არა. ამავე დროს ეს საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს და მათს შორის საქართველოსაც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში აყენებდა – საქართველოს უფლებებს ვითომ, ფორმალურად წარმოადგენდა – ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა – რუსეთის ფედერაცია. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:კატეხიზმო

კატეხიზმო: ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ გარემოებები

ზვიად გამსახურდიას „მონანიების“ გარემოებები

იხილეთ აგრეთვე:
ზვიად გამსახურდიას ავტობიოგრაფია
„გორგასლიანი“ – 1956
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეროვნული მოძრაობა
ერის განსაზღვრება
ვალერია ნოვოდვორსკაია: „ჩემი ბრალი, ჩემი ომი“
ლუდმილა ალეკსეევა: „ქართული ეროვნული მოძრაობა“
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 1)
სტენოგრაფიული ანგარიში საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომისა, 1977 წლის 1 აპრილი (ნაწილი 2)

1970-იანი წლების მიწურულის შემდგომ ანტიეროვნული ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ეროვნულ მოძრაობასა და მის ლიდერს ზვიად გამსახურდიას ეგრთწოდებული „მონანიების“ გამო, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მხრივ განხორციელებულ ტაქტიკურ პოლიტიკურ მანევრს, ხრიკს წარმოადგენდა. ამ მანევრით, ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ შესძლეს არ მიეცათ საბჭოთა პოლიტიკური პოლიციისათვის ეროვნული მოძრაობის ლიდრობის არასანდო პირებისათვის ხელში ჩაგდების საშუალება და საერთოდ ეროვნული მოძრაობის ჩახშობის საშუალება.

ნიშანდობლივია, რომ „მონანიების“ ამ პოლიტიკურ ტაქტიკურ მანევრს, ხრიკს ზვიად გამსახურდიას სწორედ ის ძალები უთვლიან ნაკლად, რომლებიც ზოგადად მას ბრალს დებენ პოლიტიკურ სიხისტეში და პოლიტიკური მოქნილობის არქონაში.

წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:კატეხიზმო

კატეხიზმო: ეროვნული ხელისუფლების „ომი“ ქართულ კინემატოგრაფთან

1991 წლის პუტჩისწინა პერიოდში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ კრიმინალური ოპოზიციის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროპაგანდისტული ხრიკი იყო ეგრეთწოდებული „ომი“ ქართულ კინემატოგრაფში. ეროვნულ ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ ვითომ ქართული კინოხელოვნების დაკნინებას. ეს უშუალოდ დაუკვშირეს საქართველოს სახელმწიფო კინემატოგრაფის კომიტეტის თავმჯდომარედ „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოების“ გამგეობის წევრის, მეცნიერებათა კანდიდატის ბ.გუგუშვილის დანიშვნას და შემდგომ ამ კომიტეტის სახელმწიფო კინოკოპორაციად გარდაქმნას. წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:კატეხიზმო