Archive

Archive for the ‘მოგონებები’ Category

პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას შეიარაღებული ძალები 1993 წლის ბოლოს

  • ზუგდიდის კომენდანტურა: 150
  • წალენჯიხის ბატალიონი: 150
  • სენაკის ბატალიონი: 100-150
  • გურიის პოლკი: 200
  • ჯიხა ოდიშის ბატალიონი: 200
  • კისავის ჯგუფი: 30-40
  • № 16 ბატალიონი: 30-40
  • ბატალიონი კოლხეთი: 60
  • სპორტსმენთა ბატალიონი: 5-10
  • ჯვარის ბატალიონი: 40-60
  • გორის ბატალიონი: 20-30
  • ზურა ირემაძის: 40
  • სპორტული სამსახური: 40
  • ტრადიციონალისტები: 30

ჯამი: 1095-1200

 

ბადრი ზარანდიას მოგონებებიდან:

„რაც შეეხება, რომ ლოთი ქობალიას 2500 გვარდიელი ჰყავდა, ეს სიცრუეა, სულ ეროვნული გვარდიის რიგებში 2000 კაცი იქნებოდა, მათ შორის, ზუგდიდის კომენდანტურაში – 150 კაცი, წალენჯიხის ბატალიონში – 150 კაცი, სენაკის ბატალიონში – დაახლოებით 100–150 კაცი, გურიის პოლკში – 200 კაცი. ჯიხა ოდიშის ბატალიონი დაახლოებით 200 კაცი. კისავის ჯგუფი 30 – 40 კაცი. № 16 ბატალიონი 30–40 კაცი. ბატალიონი კოლხეთი დაახლოებით 60 კაცი. სპორტსმენთა ბატალიონი რამდენიმე კაცისაგან შედგებოდა. ჯვარის ბატალიონი 40–60 კაცი. გორის ბატალიონი 20–30 კაცი. ზურა ირემაძის 40 კაცი, სპორტული სამსახური 40 კაცი. ტრადიციონალისტები 30 კაცი.“
http://www.box.net/bpgdocs/1/88386559/646634843

 

შენიშვნა: ესეც ტიპობრივი მაგალითია იქ იმ დროს გამეფებული აღრიცხვისა და თვლის მანკიერებისა — ჩამონათვალი ოდნავ აღემატება 1100 კაცს — საიდანაც, უკეთეს შემთხვევაში მებრძოლი 150-200 იქნებოდა და სულ ეს იყო „პრეზიდენტ გამსახურდიას შეიარაღებული ძალები“ ანუ „პრეზიდენტის გვარდია“.

Advertisements
კატეგორიები:კატეხიზმო, მოგონებები

კატეხიზმო: Washington, DC და ყოვლისმძლევი ძალაყინი

საქართველოსათვის იქნებ ყველაზე საბედისწერო იყო 1993 წლის სექტემბერ–დეკემბრის მოვლენები. სწორედ ამ მოვლენებმა გადაწყვიტეს ქართველი ერის ბედი უახლოესი ათწლეულებისათვის მაინც. ამ მოვლენებმა არსებითწილად გადაწყვიტეს საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კანონიერი, ეროვნული ხელისუფლების ბედიც.

ამ ინტერვიუში ძირითადად დავეყრდნობი ამერიკის კონგრესის ქართული საზოგადოებრიობის ფართო ფენებისათვის ერთ უცნობ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტს – “Briefing on Current Situation in Georgia and Implications for U.S. Policy (თანამედროვე სიტუაცია საქართველოში და დასკვნები აშშ პოლიტიკისათვის)”, Commission on Security and Cooperation in Europe, Monday, October 25, 1993, Washington, DC.

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ეს კომისია ამერიკის კონგრესის ორგანოა, რომელსაც ევროპაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს. შეკრებას უძღვებოდა კომისიის დირექტორი სამუელ ვაისი (Samuel Wise). მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ჩარლზ ფერბენკსი (Charles H. Fairbanks, Director of the Central Asia–Caucasus Institute) – რეიგანისა და ბუშის საარჩევნო კამპანიების საგარეო–პოლიტიკური მრჩეველი; და, თომას გოლცი (Thomas Goltz) – აღმოსავლეთმცოდნე და კავკასიის სპეციალისტი, რომელიც დამკვირვებლად მივლინებული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სოხუმში მისი დაცემის ბოლო დღემდე.

ამ საკვანძო მნიშვნელობის დოკუმენტიდან – რომელმაც გააშუქა და განსაზღვრა აშშ პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ნათლად ჩანს თუ როგორ, რა მოტივირებით და რა მეთოდებით წყდებოდა საქართველოს ბედი.

ფერბენკსი და გოლცი, კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის, სულ რამდენიმე დღის დაბრუნებულები იყვნენ ვაშინგტონში საქართველოდან.

წაიკითხე მეტი…

კატეგორიები:კატეხიზმო, მოგონებები