Archive

Archive for the ‘წინააღმდეგობის მოძრაობა’ Category

1992 წლის გაზაფხული: ზუგდიდის „აღება“ და მზადება აფხაზეთში „ომობანის თამაშის“ დაწყებისათვის

მას შემდეგ, რაც არაკაცებმა სისხლში ჩაკლეს ხინტისადმი წინააღმდეგობა თბილისში – ჯ.იოსელიანის „მხედრიონისა“ და კიტოვანის „გვარდიის“ მძარცველები შეესიენ ურჩ სამეგრელოს – შტურმით „აიღეს“ და სასტიკად გაძარცვეს ზუგდიდი და სხვა დასახლებული პუნქტები, სისხლის კალო მოუწყეს პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას მომხრეებს.

არაკაცი ოკუპანტების ტანკები ზუგდიდში

წაიკითხე მეტი…

Advertisements

არაკაცების მიერ სასტიკად ნაწამები ნემო ჭანტურია

არაკაცების მიერ სასტიკად ნაწამები ნემო ჭანტურია – რომელიც ჯერ მდუღარე წყლით დათუთქეს და შემდეგ ხელ-ფეხის ძვლები ავტომატების კონდახებით დაულეწეს.

  


The lights go out in Georgia – human rights abuses in the country of Georgia

Two Zviadists awaiting sentencing, Zaza Tsiklauri and Nemo Chanturia, described their mistreatment in a chillingly matter-of- fact way. They were idealists who had had high hopes for democracy. The burn scars and mis-set bones they showed me were of secondary importance to them, but they made me promise to tell the world what was really going on in Georgia. They told me that the beatings started in the police station and continued in the prison. Tsiklauri needed hospital treatment halfway through the proceedings to keep him alive. The authorities kept their hands clean by employing another prisoner, a lifer known as Chokovadse, to do most of the torturing. He was rewarded with extra food and prostitutes. Tsiklauri and Chanturia claimed 90 per cent of all prisoners had been tortured.


საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციები ნემო ჭანტურიას წამებაზე >>>

არაკაცების მიერ სასტიკად ნაწამები ზაზა წიკლაური

არაკაცების მიერ სასტიკად ნაწამები ზაზა წიკლაური – ასეთი სისასტიკე ვერ აიტანა ისეთმა პირწავარდნილმა პუტჩისტმაც კი, როგორიც იყო იმდროინდელი უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი და ამის გამო გადადგა…


ნაწამები ნემო ჭანტურია

GEORGIA 1992: Elections and Human Rights

British Helsinki Human Rights Group
www.bhhrg.org
22 St. Margaret’s Road, Oxford OX2 6RX,
Electronic mail: contact@bhhrg.org, telephone: +44 1865 439483, FAX: +44 1865 439483
GEORGIA 1992: Elections and Human Rights

Torture admitted by Eduard Shevardnadze 

The case of Zaza Tsiklauri is a cause cеlеbre in Georgia. Irakli Batiashvili, the Minister of Intelligence and Information (the former KGB), has resigned in protest against the torture of Tsiklauri and his incapacity to stop it. These facts were confirmed by Mr. Shevardnadze at his press conference on 12th October when he was asked by a British Helsinki Group representative to permit human rights activists, journalists, diplomats and elections observers to see the condition of prisoners in prisoners in Tbilisi Central Prison. Although Mr. Shevardnadze gave his permission, none of those present took up the offer and it was left to four members of the British group to visit Zaza Tsiklauri the next morning. წაიკითხე მეტი…

წინააღმდეგობის მოძრაობის ვიდეო გალერეა

იხილეთ წინააღმდეგობის მოძრაობის დოკუმენტური ვიდეო მასალების ნაკრები:
http://www.youtube.com/playlist?list=PL9F545AAEB2B6A7A6&feature=viewall
და
http://www.youtube.com/playlist?list=PL9F545AAEB2B6A7A6

წინააღმდეგობის მოძრაობის ფოტოგალერეა

1992 წლის იანვარ-თებერვალი, თბილისი

აგრეთვე იხილეთ საით „სიმართლის“ სურათების მთელი გალერეა:
https://picasaweb.google.com/101185548712588538018


29 Dec 1991 წაიკითხე მეტი…

ოთარ მეღვინეთუხუცესი ესროდა საკუთარ მაყურებლებს – ელენე აბაშიძის მოგონება

ელენე აბაშიძე
გეოლოგია-მინერალოგიის
მეცნიერებათა დოქტორი

ესროდნენ საკუთარ მაყურებელს

1991 წლის 21 დეკემბერი. ღამეს ვუთევდი ჩემს ბიძაშვილს – ვერა გიორგის ასულ აბაშიძეს (ჩვენი საყვარელი მსახიობის, გოჩა აბაშიძის დედას) საავადმყოფოში, ჩხეიძის ქუჩაზე.

22 დეკემბერი. საავადმყოფოში დილის 10 საათზე უკვე გამოჩნდნენ პირველი დაჭრილები. მე სწრაფად ჩავირბინე პირველ სართულზე და ჩემი თვალით ვიხილე მთავრობის სახლში დაჭრილი მამა-შვილი. გავეშურე იქითკენ. რუსთაველის თეატრთან საქართველოს დამღუპველი “ელიტარული ინტელიგენცია” თითქმის 1000-მდე კაცი, მხიარულად უცქერდა სისხლიან დრამას, როგორ ესროდნენ „სუნიან ქართველებს”…

მივუახლოვდი მოსწავლეთა სასახლეს და მის კუთხეში დავიკავე ადგილი. დილის 11 საათი იქნებოდა. ის დავყავი დღის 5 საათამდე. ხალხი ტყვიებს გაურბოდა, მე ეს ჯიუტად არ ვშორდებოდი გამზირს. იქიდან ვუყურებდი სიგუა-კიტოვანის ნასროლ ჭურვებს, პირველ საშუალო სკოლის ნგრევას. ქვემეხები იდგა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში. აქედან, საქართველოს განადგურება დაიწყო. ჩვენი 10-წლოვანი უბედურების ტრაგიკული ნუსხა. წაიკითხე მეტი…

ნაწამები პოეტი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ამირან კალაძე

4 მაისს ამირან კალაძეს 51 წელი შეუსრულდებოდა. მისი გულისცემა ერთი წლით ადრე შეწყდა. გარდაიცვალა ნიჭიერი პოეტი, შესანიშნავი მამულიშვილი, ოჯახის მოსიყვარულე მამა, მეგობრების მოყვარული კაცი. ამირან კალაძემ ღირსეულად ატარა პოეტისა და მამულიშვილის უღელი, წარბშეუხრელად, უყოყმანოდ მიიტანა თავისი სიცოცხლვ სამშობლოსა და პოეზიის სამსხვერპლოზე. ის მუდამ იქ იდგა, სადაც ეროვნული მოძრაობა დუღდა; ის ერთგულად ედგა გვერდით ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას. ერთხელ არჩეული გზისთვის არ უღალატია.

მისი ფასი მეგობრებმაც იცოდნენ და მტრებმაც, ამიტომ აწამეს განსაკუთრებული სისასტიკით დასავლეთ საქართველოში შეჭრილმა ნარკოტიკებითა და ბოღმით დაბანგულმა „დემოკრატმა“ ჯალათებმა ამირან კალაძე, აწამეს საკუთარი დედის, საკუთარის მეუღლისა და შვილების თვალწინ. არ შეიძლება კაცმა აუღელვებლად წაიკითხოთ ამირან კალაძის წერილი, რომელიც მის წამებას ეხება. ალბათ ეს ერთი ფაქტიც საკმარისი იქნებოდა იმის დასადგენად, თუ ვინ დაამხო კანონიერი ხელისუფლება და ვინ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. წაიკითხე მეტი…